logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: რუსეთს გარანტია ჰქონდა, რომ სააკაშვილი მთელ საქართველოს კრემლის გავლენის ქვეშ მოაქცევდა!
- +

2 სექტემბერი. 2020. 20:27

 

 

„კრემლმა ასლან აბაშიძე წაიყვანა და მისი განულებული ავტორიტეტი სააკაშვილის ავტორიტეტის ზრდას შესწირა“ - ამის შესახებ ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საინფორმაციო -ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალური პროკურატურის პრესცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა თეიმურაზ კვირკველიამ განუცხადა.

 

„ასლან აბაშიძე ღიად პრორუსული ძალა გახლდათ, რომელსაც 1990-იანი წლების ბოლოს რუსეთის არმიის გენერლის წოდებაც კი მიანიჭეს, თუმცა, 2004 წელს მისი ავტორიტეტი არათუ საქართველოს მასშტაბით, არამედ უკვე აჭარის რეგიონშიც კი თითქმის განულებული იყო და კრემლს დასაყრდენად აღარ გამოადგებოდა.

 

გარდა ამისა, რუსეთს ცალკე აღებული აჭარის რეგიონის კონტროლი აღარაფერში სჭირდებოდა, რადგან გარანტია ჰქონდა, რომ სააკაშვილი მთელ საქართველოს კრემლის გავლენის ქვეშ მოაქცევდა. ამიტომაც, ასლან აბაშიძე წაიყვანეს და მისი განულებული ავტორიტეტი სააკაშვილის ავტორიტეტის ზრდას შესწირეს“, - განაცხადა თეიმურაზ კვირკველიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner