logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: თემურ ალასანია, სააკაშვილს რუსეთის პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებთან საქმეებს ულაგებდა
- +

2 სექტემბერი. 2020. 20:45

 

 

„სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, რომელიც „კაგებეს“ მაღალჩინოსანია და, ამავდროულად, ამერიკის მოქალაქეც არის, „ვარდების რევოლუციის“ მზადების დროს, სააკაშვილს რუსეთის პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებთან საქმეებს ულაგებდა“, - ამის შესახებ ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საინფორმაციო -ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალური პროკურატურის პრესცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა თეიმურაზ კვირკველიამ განუცხადა.

 

„სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, რომელიც „კაგებეს“ მაღალჩინოსანია და, ამავდროულად, ამერიკის მოქალაქეც არის, „ვარდების რევოლუციის“ მზადების დროს, სააკაშვილს რუსეთის პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებთან საქმეებს ულაგებდა.

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი პირველივე ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, თემურ ალასანიაც თან ახლდა, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა. ხომ საინტერესოა, რამ უნდოდა ალასანიას სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრაზე? როდის იყო, პრეზიდენტებს ოფიციალურ ვიზიტებზე საკუთარი ბიძები და ნათესავები დაჰყავდათ?

 

ისიც გავიხსენოთ, რომ 2002-2003 წლებში, როცა სააკაშვილი ბობოქრობდა და საქართველოს რეგიონებში აქციებს ატარებდა, რუსების მიერ ნაჩუქარი ჯავშნიანი „უაზით“ გადაადგილდებოდა. თითქოს, ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ნიუანსი: „ამერიკის მეგობარმა“ და „რუსეთის მტერმა“ სააკაშვიმლა ხელისუფლებაში მოსასვლელი მთელი პოლიტიკური კამპანია რუსების მიერ ნაჩუქარი ჯავშნიანი ავტომანქანით ჩაატარა. ე.ი. რუსები სააკშავილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და ისიც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს რუსების მიერ ნაჩუქარ „უაზში“, - განაცხადა თეიმურაზ კვირკველიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner