logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: არაა გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილი გახდეს “ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო აპოკალიფსის არქიტექტორი
- +

3 სექტემბერი. 2020. 00:36

 

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში და აქვს 2012 წლის მერე ისტორიულად მაღალი რეიტინგი და 2016 წელზე უფრო კარგი ელექტორალური მდგომარეობა”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „ქრონიკის“ განაცხადა.

 

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, მას ასეთი განადგურებული ოპოზიცია არ ახსოვს.

 

„შესაბამისად მათ კარგად იციან, რომ ვერც ერთად და ვერც ცალცალკე ვერ შეძლებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას. 60%-ის ფარგლებში მერყეობს რეიტინგი. არა მხოლოდ იმ კვლევებით, რომლებსაც თვითონ არ ენდობიან, არამედ მათი შიდა კვლევებითაც. სააკაშვილი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს ამ შედეგს. „ქართული ოცნება ისე ნება-ნება მოიგებს არ არჩევნებს, რომ არც შიდა და არც გარე დამკვირვებელს, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამ მარგინალი, ფსევდო და მშიშარა რევოლუციონერების გარდა, არ დარჩებათ არანაირი საბაბიც კი იმისთვის, რომ პროცესები სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოდან გაიყვანოს, თუ ეცდებიან, მიიღებენ შესაბამის, მძიმე პასუხს. ყველას თავისი აპოკალიფსი თვითონ მოჰყავს და არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო აპოკალიფსის არქიტექტორი“- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner