logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: „ვარდების რევოლუციად“ მონათლული სახელმწიფო გადატრიალებით ყველაზე მეტად რუსეთმა იხეირა!
- +

3 სექტემბერი. 2020. 02:51

 

 

„უდავოა, რომ „ვარდების რევოლუციად“ მონათლული სახელმწიფო გადატრიალებით ყველაზე მეტად რუსეთმა იხეირა!“ - ამის შესახებ ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საინფორმაციო -ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალური პროკურატურის პრესცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა თეიმურაზ კვირკველიამ განუცხადა.

 

„უდავოა, რომ „ვარდების რევოლუციად“ მონათლული სახელმწიფო გადატრიალებით ყველაზე მეტად რუსეთმა იხეირა!

 

ჩვენ ვნახეთ, სააკშავილის მოსვლის შემდეგ როგორ სწრაფად გადაეცა რუსეთს საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი, რომლითაც კრემლი იყო დაინტერესებული. საქართველოს დენი, წყალი, მადნეულის საბადოები და ეროვნული მნიშვნელობის სხვა სიმდიდრეები მთლიანად რუსული კაპიტალის ნაწილი გახდა.

 

დღესაც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიით ამარაგებს „ენერგო-პროჯორჯია“, რომელიც, ვითომ ჩეხური კომპანიაა, მაგრამ საქმის წარმოებას რატომღაც რუსულად ახორციელებს და სამუშაოდაც რუსული წარმოების ავტომანქანებს იყენებს. საინტერესოა, რაში სჭირდება ჩეხურ კომპანიას რუსული „ნივები“ და „უაზები“, როცა ჩეხეთს საკუთარი საავტომობილო წარმოება გააჩნია?

 

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ 2006 წელს სააკაშვილმა რუსებს ხელშეკრულება გაუფორმა, რომლითაც სამხედრო ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების უფლება მისცა! არც იმის შეხსენება სჭირდება ვინმეს, რომ ახალგორის რაიონი სწორედ სააკაშვილმა შეიყვანა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში, კოდორის ხეობას კი „ზემო აფხაზეთი“ დაარქვა და მერე ეს ორივე ტერიტორია ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა რუსეთს!

 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი რუსული ძალა საქართველოში, სხვა პარტიები კი, რომლებიც პრორუსულობას ღიად გამოხატავენ, კრემლს გვერდზე ჰყავს გაჩოჩებული, რადგან იცის, რომ ისინი ქართველი ხალხის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ. ამდენად, საქართველოში კრემლის დამრტყმელი ძალა არის არა ღიად პრორუსული რომელიმე პარტია, არამედ ანტირუსული რიტორიკით შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა!“

 

სამი თუ ოთხი სენატორის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ამერიკა „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. როგორ გგონიათ, კორუმპირებული პოლიტიკოსები მხოლოდ საქართველოში არიან და ამერიკაში ან ევროპის წამყვან ქვეყნებში არ არსებობენ? სააკაშვილის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებულ ცალკეულ უცხოელ ჩინოსნებს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დიდძალი ფინანსური დახმარებებიდან სერიოზული „ატკატები“ მიჰქონდათ, რაც დღემდე თამაშობს გადამწყვეტ როლს იმაში, რომ ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი „ნაციონალური მოძრაობის“ მხურვალე გულშემატკივრად გვევლინება“, - აცხადებს თეიმურაზ კვირკველია

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner