logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენც ერთგვარ კუნძულად ვართ ქცეულნი!
- +

25 ივნისი. 2016. 23:40


სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასა და საქართველოს ამჟამიდელ მდგომარეობას შორის პარალელს ავლებს:



„ბრიტანეთი ტოვებს ევროპას!

ორ საათში მისმა  ეკონომიკამ დაკარგა 350 მილიარდი (ანუ 40 წლის მანძილზე რაც დაუჯდებოდა ევროკავშირის გადასახდები) ფინანსური წაგება სახეზეა!

 

მაგრამ მთავარი სხვაა: ეგოიზმის, დაუფიქრებლობის, ვიწროაზროვნების, შიშის და ინტოლერანტობის გამარჯვებაა...  მათ, ვისაც ჰგონია, რომ წარსულში დაბრუნება ან მომავლის გამოწვევებზე თვალის დახუჭვა, ან კიდევ ჩაკეტვით გლობალურ საფრთხეებისგან დაცვა შესაძლებელია.... დღეს ბრიტანეთმა აწყმოს თვალი ვერ გაუსწორა და მომავალზე უარი თქვა... კუნძულად ხელალა იქცა ...!

 

ევროპამაც წააგო და ამერიკამ და დასავლეთის მოწინააღმდეგეებს ჯერათ რიმ მითი თვითონ ისარგებლებენ...

 

ჩვენ კი ?. . ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვეულებრისამებრ (ინდურ სერიალებსაც არ წყვეტენ ტელევიზიები), ვითომც ევროპისა და მსოფლიოს  ერთგვარ გადატრიალება არ გვეხებოდეს .... მხოლოდ  ვიზა -ლიბერალიზაცია გვაინტერესებს დეს!

 

ჩვენც ერთგვრ კუნძულად ვართ ქცეულნი!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner