logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში სროლის შედეგად 18 წლის აფროამერიკელი მამაკაცი დაიღუპა
- +

3 სექტემბერი. 2020. 11:26

 

 

ვაშინგტონში სროლის შედეგად 18 წლის აფროამერიკელი მამაკაცი დაიღუპა. სამართალდამცველების განცხადებით, მათ ტერიტორიაზე შეიარაღებული პირის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ადგილზე მობილიზებულ ოფიცრებს საეჭვო ავტომობილი დახვდათ, საიდანაც ორი მამაკაცი გადმოვიდა და გაქცევას შეეცადა.

 

პოლიციის განმარტებით, ეჭვმიტანილებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ, რის გამოც სამართალდამცველებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი, დიონ ქეი დაიჭრა, ის საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. მეორე ეჭვმიტანილი კი პოლიციამ დააკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner