logo_geo
eng_logo
ბათუმში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები დილის 5 საათიდან დაიწყო
- +

3 სექტემბერი. 2020. 11:34

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში  მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო.

 

პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია.

 

დილიდანვე სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი და სკამები.

 

ეტაპობრივად განხორციელდება 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ასევე დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდება სკვერებს, პარკებს, საბავშვო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს.

 

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner