ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 83 883 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 1043 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“ 3,85 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 67 376 გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.a