logo_geo
eng_logo
ბულგარეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
- +

3 სექტემბერი. 2020. 12:01

 

 

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ დაშავებულები ორივე მხარეს არიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციაში სდებენ ბრალს.

 

სოფიაში საპროტესტო აქციები უკვე მეორე თვეა ყოველდღიურად მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის გადადგომას ითხოვენ, რომელიც 10 წელზე მეტია ამ თანამდებობას იკავებს. დემონსტრანტებს მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტიც რუმენ რადევი, რომელმაც ბორისოვს გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდა.

 

ბორისოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს თანამდებობას, რაც პარლამენტში მის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებენ, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის სასამართლო სისტემას უფრო დამოუკიდებელს გახდის.

 

დემონსტრანტები და ქვეყნის პრეზიდენტიც ბორისოვის შეთავაზებას უარყოფენ.

 

ბულგარეთში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შემდეგი წლის მარტშია დაგეგმილი

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner