„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია „იმედში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებას აფასებს:
„ნანა ლეჟავას თურმე არ უნდა ეკავოს რაიმე პოზიცია მედიაში, ხოლო „ნაცრეჟიმის" მსახურები დღესაც უნდა იყვნენ მრავლად წარმოდგენილები პირველ არხზე, „რუსთავი 2"- ზე, „ტაბულაზე" და ა.შ.
თამარ კინწურაშვილი ან თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა დანიშნულიყო მაინდამაინც იმედში, რომ ზოგიერთების პროტესტი არ ყოფილიყო. ისე ბევრი კი დებს თავს რომ ძალიან „პრადვინუტია", მაგრამ თუ გაუგიათ რომ CNN-ზე ან BBC-ზე თანამშრომლები ღია პროტესტს გამოთქვამდნენ ხელმძღვანელის შეცვლის გამო?"