ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის აგანცხადებით, კოორნავირუსის ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავშირებულ. მისივე თქმით, კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის შემდეგ განაცხადა, „ავერსის“კლინიკის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება უტარდენა.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავაშირებული. კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღეის მდგომარეობით, „ავერსის“ კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას. ვითარება არის აყვანილი როგორც მინისტრის, ისე პრემიერის კონტროლის ქვეშ. მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. დღესდღეობით, ჩვენთვის საყურადღებო „ავერსის“ ქსელის კლინიკაა“, – განაცხადა ტიკარაძემ.