ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე განხორციელებულ თავდასხმას „ტვიტერში“ ეხმაურება.
„კანცლერმა მერკელმა შემატყობინა, რომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საკუთარ ქვეყანაში ნერვული აგენტით დაესხნენ თავს. ეს მორიგი საზიზღარი და ლაჩრული აქტია. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.