logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ანგელა მერკელმა შემატყობინა, რომ ნავალნის ნერვული აგენტით დაესხნენ თავს, ეს არის მორიგი საზიზღარი აქტი
- +

3 სექტემბერი. 2020. 12:28

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე განხორციელებულ თავდასხმას „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

„კანცლერმა მერკელმა შემატყობინა, რომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საკუთარ ქვეყანაში ნერვული აგენტით დაესხნენ თავს. ეს მორიგი საზიზღარი და ლაჩრული აქტია. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner