logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: დედას ცხარე ცრემლით ატირებული ბავშვი მოჰყავდა...
- +

26 ივნისი. 2016. 00:08


„ქართველი იტყოდა: სწორედ ახლა, ამ რთულ დროს სჭირდება ქვეყანას ჩემი ხელმძღვანელობაო! თავს წასვლის უფლებას ვერ მივცემ, ვერ მიგატოვებთო... "- ასე ეხმაურება ცოტნე გამსახურდია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს.


 

„ინგლისელები კი მიხედავენ თავს, ჩვენ რა გვეშველება, რას დავამსგავსეთ ეს ქვეყანა.

 

წეღან საპარიკმახეროში ვიჯექი და დედას ცხარე ცრემლით ატირებული ბავშვი შემოჰყავდა - მოოდი, კანფეტებს არიგებენ აქაო. ეგრევე კარსმომდგარი არჩევნები გამახსებდა! არა, ნუ მატყუებო, გულამოსკვნილი ტიროდა სამიოდე წლის ბალღი, და თქვენ რა ვეღარ ისწავლეთ..."




დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერნი მიიჩნევს, რომ პატივი უნდა სცეს ქვეყნის მოსახლეობის ნებას, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერნმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს.


ქემერონი იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერი ოქტომბერში დაგგემილ "კონსერვატიული პარტიის" ყრილობამდე ეყოლება.


დევიდ ქემერონის თქმით, არასწორი იქნება, რომ "გემის კაპიტნად" დარჩეს მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.


ქემერონის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, ბრიტანეთს ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც შეუძლია, გადარჩენა.


"მე მიყვარს ეს ქვეყანა და ჩემთვის პატივია, რომ მას ვემსახურე", - განაცხადა ქემერონმა.


როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბრიტანელი ხალხის ნება არის ინსტრუქცია, რომელიც უნდა შესრულდეს.


მისი თქმით, ეს არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება.


ბრიტანეთის პრემიერს პრესკონფერენციაზე მეუღლე სამანტაც ახლდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner