logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნის მოწამვლას, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება
- +

3 სექტემბერი. 2020. 14:54

 

 

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.

 

„გერმანია ნავალნის საშინელი მოწამვლის პასუხზე, ევროპისგან და NATO-სგან სოლიდარობას ითხოვს. ისინი ამას მიიღებენ, თუმცა პუტინისგან გულწრფელი პასუხი ნაკლებსავარაუდოა. მოვიდა დრო, რომ გერმანიამ შეწყვიტოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის  მშენებლობა, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, – წერს რასმუსენი.

 

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner