რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.
„გერმანია ნავალნის საშინელი მოწამვლის პასუხზე, ევროპისგან და NATO-სგან სოლიდარობას ითხოვს. ისინი ამას მიიღებენ, თუმცა პუტინისგან გულწრფელი პასუხი ნაკლებსავარაუდოა. მოვიდა დრო, რომ გერმანიამ შეწყვიტოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობა, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, – წერს რასმუსენი.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.