logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას „ცინიზმით ჩადენილ დანაშაულს“ უწოდებს
- +

1 მარტი. 2016. 23:55


საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის, საქმის დროული გამოძიების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები მაღალპროფესიულად გამოიძიებენ საქმეს.



ამის შესახებ ხიდაშელმა გადაცემა „არჩევანში":


რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს საქმე გახსნილი. სიჩქარეში რამე ისეთი არ უნდა დაგვემართოს, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვები დარჩეს. გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, ისეთი მაღალი კვალიფიკაციით, რომ არავის კითხვები არ დარჩეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ კანონი და მოსამართლე ძალიან მკაცრი იქნება დამნაშავის მიმართ იმიტომ, რომ ასეთი ცინიზმით ჩადენილი დანაშაულებები განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს, რომ ვინმეს რამე ავი აზრები არ გაუჩნდეს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner