ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა დაახლოებით 60 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დაშავდა დედა-შვილი, ისინი კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. მედიკოსთა განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე იმყოფებიან მაშველები. ამ დროისთვის მანქანის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.