logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს
- +

26 ივნისი. 2016. 00:31


ვეტერანების საქმეთა სახელმწოფო სამსახურის უფროსი, კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.


აღნიშნული ინფორმაცია კობა კობალაძემ "პირWელთან" საუბარში კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ის კვლავ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურს უხელმძღვანელებს.


კობალაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სამხედრო საქმეებით დაინტერესებულია, არ ნიშნავს იმას, რომ "თავდაცვის მინისტრობისთვის" ემზადება.


ვეტერანების საქმეთა სახელმწოფო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სამხედროების პრობლემებით ყოველთვის ინტერესდებოდა და ოფიცრებისგან შორს არასოდეს წასულა.


"აბსოლუტური აბსურდია, არც არც არაფრისტვის ვემზადები და არც არავინ მამზადებს თავდაცვის მინისტრობისთვის. ვრცები იმ პოსტზე, სადაც ვარ. მე საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე მაბარია და ამ საქმეს უნდა მივხედო. პასიური არასოდეს ვყოფილვარ, არც არასდროს წავსულვარ შორს ოფიცრებისგან. რაც შეეხება ავღანეთში ჩემს ვიზიტს, ეს ჩემი მხრიდან ცალმხრივი ინიციატივა არ ყოფილაჩვენ ვართ ვეტერანთა სახემწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ვალდებულება ავიღეთ, რომ ადგილზე ჩავსულიყავით და გვენახა ჩვენი ბიჭები და მათთვის მორალურად მხარი დაგვეჭირა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა და ლექსიკონები დავბეჭდეთ, ბიჭებთან ჩავიტანეთ, რათა მათ მარტივად შეძლონ ადგილობრივებთან კომუნიკაცია",- განაცხადა კობა კობალაძემ.


"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი შესაძლოა, კობა კობალაძემ ჩაანაცვლოს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner