logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: „ქართული ოცნება“ არჩევნებში ხმების 40 პროცენტზე მეტს აიღებს -კოალიციური მთავრობის შექმნა არ დასჭირდება!
- +

3 სექტემბერი. 2020. 20:53

 

 

„თუ „ნაციონალები“ არჩევნების შემდეგ არეულობასა და რევოლუციას დააპირებენ, მხარდაჭერა მხოლოდ რუსეთიდან ექნებათ, რადგან რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს!“ - ამის შესახებ ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საინფორმაციო -ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალური პროკურატურის პრესცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა თეიმურაზ კვირკველიამ განუცხადა.

 

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ არჩევნებში ხმების 40 პროცენტზე მეტს აიღებს და კოალიციური მთავრობის შექმნა არ დასჭირდება!

 

საერთოდ, 1-პროცენტიან ბარიერს, მინიმუმ 10 პატარა პარტია მაინც გადალახავს და ჯამში, 15-20 დეპუტატს გაიყვანს, ეს კი პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ხვედრით წილსა და გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს!

 

თუ „ნაციონალები“ არჩევნების შემდეგ არეულობასა და რევოლუციას დააპირებენ, მხარდაჭერა მხოლოდ რუსეთიდან ექნებათ, რადგან რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს! თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ქართველი ხალხი „ნაცურ-რუსულ“ რევანშს არ დაუშვებს!“ - განაცხადა თეიმურაზ კვირკველიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner