logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველომ შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება, ამას მსოფლიოც აღიარებს
- +

4 სექტემბერი. 2020. 02:37

 

 

„ბოლო დღეებში აღინიშნება შემთხვევების მცირე მატება, ე.წ. მიკრო აფეთქებები, მინდა გითხრათ რომ ეს არც პირველია და არც ბოლო არ იქნება. დაახლოებით 8-10 ასეთი მიკროაფეთქება შეიძლება დავითვალოთ განვლილ პერიოდში საქართველოში“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს მიკრო აფეთქებები კარგი არ არის, მაგრამ ის მოსალოდნელი იყო, რადგან მის გარეშე ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაიარა.

 

„საქართველომ შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება, ამას მსოფლიოც აღიარებს. ჩვენ ვისწავლეთ ასეთი მიკრო აფეთქებების და შემთხვევების მართვა. ყველგან სადაც ასეთი მიკრო აფეთქებები მოხდა, მიღებული იყო მყისიერი ზომები, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში იყო ეფექტური“-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მისივე თქმით, სეზონური ვირუსების ფონზე მდგომარეობა ცოტა დამძიმდება. იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ახლა. მაგრამ იმდენად არა, როგორც მარტსა და აპრილში“- განმარტავს ცერცვაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner