logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: სწავლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა წინასაარჩევნო კამპანია იქნება
- +

4 სექტემბერი. 2020. 02:38

 

 

„სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისად არჩევნები, როდესაც იქნება ყველაზე დიდი მობილობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„არჩევნებზე ალბათ დაახლოებით 2-მილიონამდე ადამიანი მიდის, ამიტომ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ამაზე მუშაობს ჯგუფები თუ როგორ უნდა იყოს გაწერილი არჩევნების პროცედურის დროს ეპიდუსაფრთხოების ნორმები. პანდემიის პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა, არაფერი დიდი პრობლემები ამას არ გამოუწვევია, მაგრამ რა თქმა უნდა დაცული იყო შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ამის რეკომენდაციებიც არსებობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner