„სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისად არჩევნები, როდესაც იქნება ყველაზე დიდი მობილობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არჩევნებზე ალბათ დაახლოებით 2-მილიონამდე ადამიანი მიდის, ამიტომ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ამაზე მუშაობს ჯგუფები თუ როგორ უნდა იყოს გაწერილი არჩევნების პროცედურის დროს ეპიდუსაფრთხოების ნორმები. პანდემიის პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა, არაფერი დიდი პრობლემები ამას არ გამოუწვევია, მაგრამ რა თქმა უნდა დაცული იყო შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ამის რეკომენდაციებიც არსებობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.