logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ!
- +

26 ივნისი. 2016. 01:27


„ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი თანამოქალაქეების ნუგეშისცემაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ციხისძირში, სასტუმრო კომპლექს „კასტელო მარეს" გახსნაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.


პრემიერის თქმით, უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე და ამ მიზნების გარშემო უნდა გაერთიანდეს მთელი ქვეყანა.


ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ,"- აღნიშნა პრემიერმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა ციხისძირში, სასტუმტო კომპლექს „კასტელო მარეს" გახსნაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.


პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, გოდერძის სამთო- სათხილამურო კურორტის, მთა-თუშეთის განვითარებასა და თეთნულდის აღორძინებაზე.


როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გეგმა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner