logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
- +

4 სექტემბერი. 2020. 11:38

 

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა.

 

ალექსანდრე მოწერელია ნახურცილაოს, გურძემის, კიწიას და ნოღას მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე ისაუბრეს სოფლებში არსებული პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე.

 

ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრა ასევე ნოღას ციხესიმაგრეში ადგილობრივებთან  გამართა. შეხვედრაზე ხაზი  ტურიზმის განვითარებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას გაესვა, რამდენადაც ტურისტული ლოკაციები   მნიშვნელოვანია და დამატებით შემოსავლების წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

„მნიშვნელოვანია ნოღას ციხესიმაგრის როლი საგანმანათლებლო სფეროში, ვინაიდან პირველი ცენტრი, ამ მიმართულებით, სწორედ სოფელ ნოღაში, 1805 წელს დაარსდა. ნიშანდობლივია ის, რომ დღეს ჩვენი შეხვედრები მოსახლეობასთან დავასრულეთ ნოღას ციხესიმაგრეში და ასევე, შევჯერდით იმაზე, რომ აუცილებლად უნდა იქნეს სოფელი ნოღა დატანილი ტურისტულ რუკაზე“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner