უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 723 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრზე, მაქსიმ სტეფანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ხარკოვის ოლქში – 371 და კიევში – 319. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 161 ბავშვი და 119 ექიმია.
ბოლო 24 საათში უკრაინაში 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში გამოვლენილია სულ „კოვიდ-19“-ის 130 951 შემთხვევა. გარდაიცვალა 2 761 ადამიანი, 60 613 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.