სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ოთხი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 402-ია.
4 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 44 461 შემთხვევა. მათგან ჯამში 39 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 163 პაციენტი, მათგან 272 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.