logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებდან ერთი გურიაში გამოვლინდა
- +

4 სექტემბერი. 2020. 12:07

 

გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია ჩოხატაურში 21 წლის ქალბატონს აღმოაჩნდა.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო ჯიბუტის თქმით, ახალგაზრდა ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება. ქალბატონი საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა.

 

„ქალბატონს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა „კოვიდ 19“. ამჟამად, იგი ბათუმშია გადაყვანილი. ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალბატონის კონტაქტების კვლევას აწარმოებს“, – განაცხადა ნატო ჯიბუტმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner