საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 3 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 440 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 19 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 51 წარმომადგენელი, საკარანტინო სივრცეებში მყოფი ოთხი პირი, თვითიზოლაციიდან ორი. ამასთან, გამოკვლეულთა შორის იყო შსს-ს 296 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 18 მძღოლი, დიალიზზე მყოფი 29 და ეპიდკერაში მყოფი 21 პირი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.