ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 47 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს და ერთს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი შუა ხნის მამაკაცია და სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით ამ დროისთვის 11 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამი ბავშვია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.