logo_geo
eng_logo
გერმანული მედია: ბერლინი ალექსანდრ ლუკაშენკოს „შავ სიაში“ შეყვანის წინააღმდეგია
- +

4 სექტემბერი. 2020. 13:33

 

ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის „შავ სიაში“ არ მოხვდება, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბელარუსის ლიდერის სასანქციო ნუსხაში მოხვედრის წინააღმდეგ გერმანია გამოდის. ბერლინს ლუკაშენკოსთან საკომუნიკაციო არხის შენარჩუნება სურს. გერმანიის მთავრობის პოზიციას მხარს უჭერენ საფრანგეთი და იტალია.

 

განსხვავებული პოზიცია აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებასა და პოლონეთის მთავრობას.

 

ბელარუსის მაღალჩინოსნების სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება, მომდევნო კვირას უნდა გამოქვეყნდეს.

 

შეგახსენებთ, ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასულ კვირას მიიღო. ბრიუსელში აცხადებენ, რომ სანქციები 9 აგვისტოს არჩევნების ფალსიფიცირებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მხილებულ პირებს დაუწესდებათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner