რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 5 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 3 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 015 105 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 832 747 გამოჯანმრთელდა.
რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 17 649 ადამიანი გარდაიცვალა.