logo_geo
eng_logo
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა
- +

4 სექტემბერი. 2020. 13:42

 

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 5 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ოფიციალური სტატისტიკით, 3 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 015 105 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 832 747 გამოჯანმრთელდა.

 

რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 17 649 ადამიანი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner