ნინო ბასილიას ფილმმა „ანას ცხოვრება" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ვალენსიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.
ეს რეჟისორის მიერ საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. გრან-პრის მფლობელ რეჟისორს გადაეცა ჯილდო "ლუნა დე ვალენსია" და 30.000 ათასი ევრო ესპანური დისტრიბუციისთვის.
"ანას ცხოვრება" - ეს არის სოციალური დრამა, რომელიც ეკრანზე გასულ წელს გამოვიდა. ნინო ბასილია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ტელებლოგის" ფილმების ერთ-ერთი ავტორია.