ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურისა და გარემოს დაცვის თანამშრომლებს შეხვდა.
გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე მაღალმთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ამ კონკრეტული სფეროების აქტუალურობას ზრდის.
ამასთან, გოჩა ენუქიძემ ხაზი გაუსვა ეკოლოგიის, როგორც შედარებით ახალი თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს როლს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.