„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გენერალურ პროკურატურაში განაცხადება შეიტანა. ინაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადებით ის იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებიც 2004-2012 წელს „დანაშაულებრივი რეჟიმის ორგანიზებას უწყობდნენ ხელს“.
„საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო დადგენილება წამების ფაქტების შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება და ამ დადგენილებაში მკაფიოდააა ნათქვამი, რომ 2004-2012 წლებში მაშინდელი რეჟიმი ორგანიზებას უწევდა ქვეყანაში ადამიანთა მასობრივ წამებას, ადამიანთა მკვლელობებს, ქონების ჩამორთმევას. ასევე, სააკაშვილ-ბოკერიებმა და მათმა რეჟიმმა ჩააბარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 22%. მთელი ეს საქმეები, ამ დადგენილების თანახმად, კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი აღიარა პარლამენტმა და სწორედ ეს დადგენილება უნდა იყოს საფუძველი საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. მე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ სააკაშვილის და ბოკერიას პარტიები არჩევნების პროცესიდან მოიხსნას, მე ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავ. დღევანდელი განცხადებით, მე ვითხოვ, რომ მთელი ეს საქმეები მოვიდეს ერთ სისტემაში, პროკურატურამ ფუნდამენტური გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე და დამნაშავეები დაისაჯოს 6 და 26 წლის მერე კი არა, ახლავე დაიწყოს ეს პროცესი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
აღნიშნულ განცხადებას ხელი მოაწერეს ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ 2004-2012 წლებში პოლიტპატიმრები იყვნენ.