logo_geo
eng_logo
ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ოფიციალურ აქტს მხოლოდ საქართველოსთვის გამოაქვეყნებს!
- +

2 მარტი. 2016. 00:41



უმრავლესობის ლიდერი  ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ხვალ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესასვლელად ოფიციალურ დოკუმენტს გამოაქვეყნებს, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის იქნება განკუთვნილი.



„მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახანს ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

 

ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!!!

 

ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.

 

გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღგმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.

 

დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!"- აღნიშნავს კვაჭანტირაძე. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner