შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.
ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად უმოკლეს დროში, შატილის მიმართულებით გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები.
პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.