logo_geo
eng_logo
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიტანეთს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე დატოვოს ბლოკი
- +

26 ივნისი. 2016. 10:33


 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ბლოკის დატოვების შესახებ მოლაპარაკებები მალე ჩაატაროს. შესაბამისი განცხადება დიპლომატებმა ბერლინში გამართული ევროკავშირის ექვსი დამფუძნებელი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.


როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, მოლაპარაკებების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.


ჩვენ ყველა ერთად ვაცხადებთ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რომ დასრულდეს გაურკვევლობა და მოგვეცეს შესაძლებლობა, ევროპის მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება", - განაცხადა შტაინმაიერმა.


ნიდერლანდების მთავარმა დიპლომატმა ბერტ კუნდერსმა კი აღნიშნა, რომ პოლიტიკური ვაკუუმი მიუღებელია კონტინენტისთვის. "ჩვენ უნდა გადავშალოთ ფურცელი", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.


29 ივნისს ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის გარეშე პირველ სამიტს გამართავენ.


ევროკავშირიდან წევრის გასვლას ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი არეგულირებს, რომელიც ბლოკიდან გასვლის შესახებ ორწლიან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner