logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: წინასაარჩევნოდ ასეთი არქივები ყველა პოლიტიკოსზე უნდა მზადდებოდეს
- +

5 სექტემბერი. 2020. 12:20

 

 

ზუსტად ვერ გეტყვით ამ სტატიას რამდენი ხანი ვეძებდი, შესაძლოა, ერთი თვე ან მეტიც. ალბათ იმდენი ხანი, რამდენიც დავით ჭიჭინაძისგან კახა კახიშვილის მისამართით გამოთქმული (უსაფუძვლო და უსამართლო) აუგი მესმის.

 

ეს სტატია ჩემი არქივიდანაა, 2 წლის წინ "ალიასთვის" ჩავწერე. სტატიაში ნუკრი კაკილაშვილი (ეროვნული სტადიონის (დინამოს) ყოფილი გენერალური დირექტორი, ვეტერანი ფეხბურთელი) მიყვება, მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში, როგორ ჩაადებინა საკუთარი ბინა დავით ჭიჭინაძემ ბანკში, შემდეგ სესხად აღებული ფული ჩაადებინა მშენებარე ბინაში, რომელიც რეალურად არც არსებობდა. (მშენებლობის ადგილზე რომ მივიდნენ 20 კვ მიწის ფართობი დახვდათ მისამართზე, იტალიურ ეზოში). მძიმე ისტორიაა, სტატიაშია დაწვრილებით აღწერილი.

 

წინასაარჩევნოდ სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ასეთი არქივები ყველა პოლიტიკოსზე უნდა მზადდებოდეს და დეპუტატობის ამბიცია, როცა გაუჩნდებათ თითოეულზე უნდა მოუყვე მის პოტენციურ ამომრჩეველს.

 

აუცილებლად უნდა მოუყვე და აუხსნა ხალხს, რომ ადამიანი, რომელიც არ ვარგა მეგობრად - ძმაკაცად, დაქალად, მეზობლად, თანამშრომლად, ვერასოდეს ვერ გამოდგება დეპუტატად და ვერასოდეს ვერ გახდება ხალახის ხმა და ხელი ხელისუფლებაში.

 

და მერე, ასეთი წარსულის მქონე ადამიანები არ უნდა საუბრობდნენ აუგად ისეთ პოლიტიკოსებზე, როგორიც კახიშვილია. კაცი, (ადამიანი!!!) რომლის სახელიც გრანდიოზულ, მნიშვნელოვან რეფორმებთან ასოცირდება, რომელიც ვერანაირმა თანამდებობამ ვერ გააფუჭა და კაცი, (ადამიანი!) რომლის სიტყვასაც ფასი აქვს.

 

ინტერვიუს სანახავად, რომელზეც დიანა ლიპარტელიანი საუბრობს მიყევით ბმულს: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=131729

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner