logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: 24 წელია არცერთი დღე არ ყოფილა მისი გახსენების გარეშე, არცერთი!
- +

5 სექტემბერი. 2020. 14:19

 

გოგის დაბიდუბის შეხსენება, რა თქმა უნდა, არავისგან არ მჭირდება, მაგრამ მაინც მესიამოვნა, როცა ფეისბუკმა 5 წლის წინანდელი ფოტო "ამომიგდო" და მითხრა, შენი პუბლიკაცია ჩვენ "გვახსოვსო"...

 

ეს გოგის ერთერთი ბოლო ფოტოა, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გადაღებული, ისრაელში, ჩვენებური ახალი წლის წინ, ორი დღით ადრე...

 

დანარჩენი აბა რა ვთქვა: 24 წელია არცერთი დღე არ ყოფილა მისი გახსენების გარეშე. არცერთი!..

 

იშვიათია ასეთი გაუნელებელი სიყვარული და ტკივილი ერთად დაეტოვებინოს ადამიანს წასვლა - ამაღლების შემდეგ. თანაც, მთელ საქართველოში, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, კუთხისა.

 

ამას რომ მიაღწიო, მარტო კარგი მომღერლობა არ არის საკმარისი. გოგისნაირი უშველებელი გული უნდა გქონდეს, დიდი სითბოს მატარებელი უნდა იყო, უანგაროდ და უყოყმანოდ გვერდში დგომა უნდა შეგეძლოს, იმის მიუხედავად რომ შესაძლოა შენს გარემოცვაში, საახლობლოში, შინ თუ გარეთ ამ თვისებებით გამორჩეული პიროვნება ბევრი არ გყავდეს. თავად უნდა იყო სწორედ მასეთი... გოგი დოლიძე!

 

დღეს მისი დაბიდუბია!

 

გოგის - დღესაც ცოცხალს და საყვარელს, უთბილესს და უღალატოს, უნაღდესს და შეუცვლელს, საფიცარ ბიჭად სამარადისოდ დარჩენილს - გაუმარჯოს იქ, ზეციურ საქართველოში, ზაურთან, თავგასასთან, გურამთან, გიასთან, თამაზ ელიავასთან - ანუ, ნამდვილ და განუმეორებელ ქართულ ხმებთან და აქ დარჩენილ საძმოსთან ერთად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner