logo_geo
eng_logo
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის წინ თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავი გაიხსნა
- +

5 სექტემბერი. 2020. 14:48

 

 

„ყველა ძირძველმა ქუთაისელმა იცის ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის მნიშვნელობა და თამარ დახუნდარიძის სახელი, ლეგენდარული პედაგოგის და მრავალი წლის მანძილზე მესამე სკოლის დირექტორის, რომელიც უკვე თითქმის საუკუნეა პედაგოგის და დირექტორის ეტალონად ითვლება“, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავის გახსნაზე განაცხადა.

 

მერობის კანდიდატი ღონისძიებას მაჟორიტარობის დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე, თამარ დახუნდარიძის ძმისშვილი ირაკლი დახუნდარიძე იმყოფებოდა.

 

„ქუთაისელი უნდა იყო, რომ ჩაწვდე ამ მოვლენის მნიშვნელობას და არსს. ამავდროულად უნდა გტკიოდეს გული თითოეულ თანაქალაქელზე  და ქართველზე, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ფაქტიურად ჩვენი შვილების სულს ვანდობთ, განვუმტკიცოთ ავტორიტეტი, შევინარჩუნოთ მოწიწება პედაგოგების მიმართ  იმდენად, რომ მათი სახელი და პროფესიონალიზმის ამბავი თაობიდან თობას გადაეცემოდეს, როგორც ეს მოხდა ლეგენდარული თამარ დახუნდარიძის შემთხვევაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner