logo_geo
eng_logo
ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელ ტურისტზე სექსუალურად იძალადეს
- +

5 სექტემბერი. 2020. 20:45

 

 

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელ ტურისტზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. შემთხვევა გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსული ტურისტები, ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იყვნენ.

წინასწარი ცნობით, გერმანელ ტურისტზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა კაცმა იძალადა, რომელიც ასევე შავი კლდეების ტბაზე, კიდევ ოთხ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლაგოდეხის ნაკრძალში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობენ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner