ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არსებულ ინფორმაციას ადასტურებენ.
გერმანელი ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდების ტბაზე იმყოფებოდა, სადაც არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალზე სექსუალურად იძალადა. ადგილობრივი ლაგოდეხის ნაკრძალში მეგობრებთან ერთად ისვენებდა. პოლიციას, მომხდარი ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, დღეს დილით, ქალის ქმარმა მიმართა.
ნაკრძალში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.
დაწყებულია მოწმეების გამოკითხვა.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუპატიურებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.