logo_geo
eng_logo
„მეიმედებით და გეიმედებოდეთ“ - ირაკლი შიხიაშვილი სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
- +

26 ივნისი. 2016. 11:47



საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სამგორის რაიონში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი შიხიაშვილი წარადგინა, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ირაკლი შიხიაშვილმა სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს „ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს.


„როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვიყრი კენჭს, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, არასდროს არ ვუღალატებ ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი რომ არა, ის სახადი, რაც მოშორდა ქვეყანას არ მოშორდებოდა.

 

სამგორს უნდა ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი. თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა, თუ იქნება თქვენი სურვილი, თქვენი გვერდში დგომა, გპირდებით, გულისხმიერება არ მეშლება. ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის, მაგრამ არასდროს ვუღალატებ ადამიანებს.  თითოეული თქვენგანის გვერდით ვიდგები. მეიმედებით და გეიმედებოდეთ",- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

შეხვედრაზე მისულმა მოქალაქეებმა ირაკლი შიხიაშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner