ცნობილი ქართველი ექიმი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე, სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ალექსი მახარაშვილი გუშინ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მას ძილში გული გაუჩერდა.
სოციალურ ქსელში ქმარს ემოციურად დაემშვიდობა მისი მეუღლე, წარმატებული ექიმი დეა პაპასკირიც.
“ალეკო, აკო, ალე , ალეკუნა, пуся , ა… Алексий Акакиевич, ჩემო ძვირფასო, ჩემო სიხარულო, ჩემოოოო, რატომ დამტოვე. როგორ მენანები გაცოდინა”, – წერს გარდაცვლილი ექიმის მეუღლე.