„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საჯაროდ, ფიცით უარყო მათი პარტიის რუსეთის მიერ დაფინანსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის წინაშე და ტელემაყურებლის წინაშე, ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული, არც დავით თარხან-მოურავს არასდროს არ აუღია რუსული ფული. მე, ირმა ინაშვილი, ღვთისა და ერის წინაშე, ვფიცავ, რომ ყოველი ჩემი მოქმედება გამსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით საქართველოსადმი. სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე ამას ვაკეთებ, თბილისშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება...“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.