„სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა „ქათული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე, რომელსაც მწვრთნელები და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დეპუტატობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის უფრო მეტად განვითარებას.
შალვა კერესელიძის თქმით, დუშეთში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება, დაგეგმილია ისტორული სტადიონის რეაბილიტაცია, ფასანაურში კი სპორტულ დარბაზს უტარდება რეაბილიტაცია.
„სპორტული კომპლექსი, რომელსაც დუშეთში ვაშენებთ, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზი მრავალი მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.