logo_geo
eng_logo
სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთს მოუწოდებს, ბელარუსის სუვერენიტეტს პატივი სცეს
- +

6 სექტემბერი. 2020. 14:36

 

 

 

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოუწოდა რუსეთს, ბელარუსის სუვერენიტეტს პატივისცემით მოეკიდოს. ამის შესახებ მან „იუთუბის“არხზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

 

„ვფიქრობ, მოსკოვის მხრიდან ბელარუს ხალხზე ზემოქმედება არ იქნება სწორი. მოვუწოდებ, ყველა ქვეყანას და მათ შორის რუსეთს პატივისცემით მოეკიდოს ბელარუსის სუვერენიტეტს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბელარუსის დამოუკიდებლობა არ იყიდება და ამ საკითხის განხილვა არ ხდება“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

მისივე თქმით, ის მზადაა, ნებისმიერი ქვეყნის და მათ შორის რუსეთის მთავრობასთან დიალოგი გამართოს.

 

„ბევრი ქვეყნის ლიდერი დამიკავშირდა, მათ შორის აშშ-დან, კანადიდან, ევროპული ქვეყნებიდან. მე ურთიერთობაზე უარს არავის ვეუბნები. ყველა, ვინც რეკავდა ბელარუსს ხალხს უცხადებდა მხარდაჭერას. ჩვენ დიალოგისთვის კარი ყველა ქვეყნისთვის ღია გვაქვს“, – განაცხადა ბელარუსმა ოპოზიციონერმა.

 

ტიხანოვსკაიას განაცხადებით, ის ნეგატიურად აფასებს რუსეთის მხრიდან ბელარუსის მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერას.

 

მან, ასევე ისაუბრა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე და ბლოგერის მეუღლე გაამხნევა.

 

„გამაგრდით, ეს ყველაფერი ამაზრზენია“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner