მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას" პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. ამის შესახებ მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ნაცსექტამ" „რესპსექტას" "მძიმე არტილერია" მიაშველა გამყალბებელი თავდაცვის მინისტრის დასაცავად!
ამაოდ ირჯებით, - ვერც "რუსთავი 2" გიშველით და ვერც მისი ძვირადღირებული გაბუნია!
საქართველოში და ევროპაში უკვე ყველამ იცის, რომ თინა ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა!
საქართველოში ყველა ამბობს, რომ "ქართული ოცნება" განწირულია დამარცხებისთვის, თუკი რესპუბლიკელი სექტანტები კოალიციაში დარჩებიან!
"ქართული ოცნება" უკვე აცნობიერებს, რომ უნდა მოიშორონ რესპსექტანტები - ბალასტი, რომელიც აუცილებლად ჩაძირავს!
მალე მოვისმენთ რესპუბლიკელი სექტანტების განწირულ კივილს!
ძალიან ბევრს ფართხალებენ ნაპირზე ამოგდებული რესპსექტანტები, მაგრამ მალე აშიშხინდებიან "ცხელ პოლიტიკურ ტაფაზე"!"